პრეზიდენტის შეწყალება

წულუკიანი: შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო, სხვა შემთხვევაში მივალთ ასეთ შედეგებამდე

შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მივედით მარიამობის შეწყალებამდე, როცა სამი მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული და რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს 2019 წელს არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი და იუსტიციის სამინისტრომ არ გააღოს ციხის კარი, როცა ვიღებთ პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს...

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხზე, პრეზიდენტის შეწყალების შესახებ. მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

კომენტარები