სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, არა ვარ მე, მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი

ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ხშირად ამ ტიპის აჟიოტაჟები, ამ შემთხვევაში საზოგადოების კუთხით მაწუხებს სწორედ ის მედია აჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემი უცხოეთში რომელიმე წასვლის წინ, ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. 

ახლა მივდივარ სწორედ, ამ კვირის ბოლოს გაეროში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია და იმედი მაქვს, ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება ეს არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე.

თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მან, მას შემდეგ, რაც გახმაურებულ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები შეიწყალა და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. პარალელურად, პრეზიდენტი გაეროს ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც 24-27 სექტემბერს ნიუ იორკში იმართება და რომელზეც ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა.

კომენტარები