პრეზიდენტის შეწყალება

ხოშტარია ზურაბიშვილზე: მორატორიუმი უპასუხისმგებლობაა, რომელიც დაამატა სასტიკ შეწყალებებს

ეს არის უპასუხისმგებლობა, რომელიც ზურაბიშვილმა დაამატა ამ სასტიკ შეწყალებებს. იყო მოლოდინი, რომ გამოსულიყო და დაესაბუთებინა რას ეყრდნობა, როცა მკვლელებს შეწყალებით ათავისუფლებს. ნაცვლად ამისა, მან საერთოდ შეაჩერა პროცესი. რატომ უნდა შეეწირონ ის ადამიანები, რომელთა შეწყალებაც დასაბუთებადია, პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას. პრობლემა არ არის სისტემაში, ეს არის, როგორც თვითონ დღეს ამბობდა, პრეზიდენტის დისკრეცია. რატომ უნდა მოგინდეს მოუშუშებელი ტკივილი კიდევ ერთხელ მიაყენო ოჯახებს და ეს ადამიანები შეიწყალო? პასუხი არის სასტიკი- აქვს რაღაც ინტერესი. ამაზე უნდა ილაპარაკოს მან და არა რაღაც სისტემაზე, რომელშიც თავადვე გააუქმა საბჭო, გააქრო ფილტრის მექანიზმით. ვერ წარმომიდგენია მოტივაცია, რატომ შეიძლება ეს გააკეთო, თუ არ არის კორუფციის და ნეპოტიზმის ინტერესი. 

თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ სალომე ზურაბიშვილის მიერ სამი მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების თემაზე. ზურაბიშვილმა შეიწყალა თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასევე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 18 სექტემბერს ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და თქვა, რომ სანამ წესები შემუშავდება, "გამოდის ვითარებიდან, რაც შედგა".

კომენტარები