პრეზიდენტის შეწყალება

ზარდიაშვილი პრეზიდენტის შეწყალებაზე: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს"

არსებობს კითხვები და თუ ეს ვინმემ ქალბატონ სალომეს მოუწყო, ვიღაცამ "გაუჩალიჩა", მან უნდა გააკეთოს განმარტება ვინ იყო ეს პირი. თუ არა, მაშინ უნდა გაკეთდეს განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს “გაუჩალიჩეს".

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ სამი მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების თემაზე. ზურაბიშვილმა შეიწყალა თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასევე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არის ზურაბ ნადირაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 18 სექტემბერს ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და თქვა, რომ სანამ წესები შემუშავდება, "გამოდის ვითარებიდან, რაც შედგა".

კომენტარები