პრეზიდენტის შეწყალება

ძიძიგური: თუ კანონში გაიწერა, ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, რა საჭიროა პრეზიდენტი

არ მიმაჩნია, რომ პარლამენტმა რამე საკანონმდებლო ტიპის პარამეტრები, რეგულაციები და ჩარჩოები უნდა შემოიღოს. ეს არ არის სწორი. ეს აღარ არის მაშინ შეწყალების აქტი და პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ახალი კონსტიტუციით ავირჩიეთ ისეთ პერსონად, რომელიც არის ზეპარტიული, რომელიც ზემოთ დგას პოლიტიკურ პროცესებზეც, მოვლენებზეც, რომელსაც ასეთი ჰუმანური აქტების განხორციელების დისკრეცია და უფლება აქვს, ის თავისი ამ აქტებით უნდა ამთლიანებდეს საზოგადოებას.

თუ პარლამენტმა დაადგინა პარამეტრები - ვისი შეწყალება შეიძლება და ვისი არა, თუკი ეს კანონში გაიწერა, პირდაპირ კანონმა შეიწყალოს, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი ანდა პრეზიდენტისთვის ასეთი ტიპის კონსტიტუციური უფლების მინიჭება. ჩემს კოლეგებთან, ვისთანაც კი საუბარი მქონდა, ამ თემაზე, ყველანი ეთანხმებიან, რომ ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ამ მინდორზე ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ თუ არის საჭირო, [შეიძლება] რამე დამატებითი სტრუქტურის, ან სამუშაო ჯგუფის შექმნა იმისათვის, რომ დახვეწოს პრეზიდენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, იმისათვის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შეწყალება

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური პრეზიდენტის მარიამობის შეწყალებაზე. მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა გამოიწვია. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

კომენტარები