NDI-ის კვლევა

ზალკალიანი: გვქონდა შემთხვევები, როცა კვლევის შედეგები არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს

რა თქმა უნდა ჩვენთვის მიშვნელოობანია საზოგადოებრივი აზრი, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევნებში, სადაც ჩანს მათი დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და რა თქმა უნდა ეს იყო გამოხატული წინა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ 2020 წლის არჩევნებზეც საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის მოღვაწეობას. ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა გამოკითხვის შედეგები არ ემთხვეოდა არჩევნების შედეგებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რომელიც მიმართულია პირველ რიგში ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იმისთვის, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართლაც გვაქვს, უპრეცედენტო საგარეო გამოწვევების ფონზე და მართლაც ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იგივე ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და აისახება ეს მთავრობის საქმიანობაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, იმისთვის, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ ვერც განვითარებას და ვერც კეთილდღეობას და მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, დაინახავს და ეს ყველაფერი იქნება თარგმნილი არჩევნებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფასებს NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს.

კომენტარები