NDI-ის კვლევა

ცქიტიშვილი NDI-ზე: მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები

ზოგადად ჩვენ პატივს ვცემთ ისეთ ინსიტიტუტებს, როგორიც არის NDI, IRI, მაგრამ წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა, რომ მათი პარტნიორები, ქართველი პარტნიორები ველზე, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც არის ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ყველა საკითხს არ ეხებოდეს, ძალიან რთული არის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასება და პროცენტულ მაჩვენებლებში შესვლა. ნება მომეცით, რომ ამ კვლევებში ასახულ შეფასებას [მთავრობის საქმიანობაზე] სრულად არ დავეთანხმო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ის პრობლემები, რომლებიც პირველ ხუთეულში ხვდება, როგორიც არის დასაქმება, ტერიოტორიული მთლიანობა, შემოსავლები, ეს არის ის პრობლემები, რომლებასაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს, ჩვენ ვიცით, რომ სიღარიბე, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებ,ა დასაქმება არის ძირითადი გამოწვევები და ჩვენი საქმიანობა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ. მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები, თუ ეს ასე არის შეფასებული, ჩვენ ჩვენს თავს ვთხოვთ პირველ რიგში მეტს.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აფასებს NDI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს.

კომენტარები