NDI-ის კვლევა

სამადაშვილი NDI-ზე: კვლევამ აჩვენა, რომ "ოცნებამ" საზოგადოების უმრავლესობის ნდობა დაკარგა

დღეს გამოქვეყნებული კვლევები, მე ვფიქრობ ერთ მთავარ რამეს აჩვენებს და ეს რის ის, რომ ქართულ ოცნებას დაკარგული აქვს ნდობა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან. ანუ რეალურად, 10 ამომრჩევლიდან 8 ქართულ ოცნებას ხმას აღარ მისცემს. ამავე დროს ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩველების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ ჯერ, თუ რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს მომავალ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოკვლევები აჩვენებს ერთ რამეს, ძალიან დიდი უმრავლესობა თვლის რომ პასუხიმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ეკისრება ხელისუფლებას და მიაჩნია რომ ხელისუფლების რეაგირება ამ მოვლენებზე იყო არასათანადო და არაადეკვატური. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს.

კომენტარები