NDI-ის კვლევა

კანდელაკი: NDI-ის კვლების გარეშეც ვგრძნობთ, რომ ქართული ოცნებისადმი ნდობა მინიმუმზეა

NDI-ის კვლევის გარეშეც, ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ, თუ როგორია ხალხის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. რომ მინიმუმზეა ეს ნდობა, თუ სადმე რამე შემორჩა. გავრილოვის ღამე და მისი შეფასება არის ერთგვარი განაჩენი ქართული ოცნებისთვის. "შეჯამება" მისი შვიდწლიანი საქმიანობის. გარდა ამისა, ის პესიმიზმი რაც მოიტანა ქართულმა ოცნებამ ეს მაქსიმუმზეა, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს მთავრობას, ესეც პიკზეა არის სამწუხაროდ. 

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი NDI-ის კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 60% უარყოფითად აფასებს.

კომენტარები