სირცხვილია

ხათუნა სამნიძე: დღეს ივანიშვილმა დაინახა რომ ყველანი ერთად ვართ მის წინააღმდეგ

ბიძინა ივანიშვილის არ ესმის ეს სამთვიანი პროტესტი და იმის ნაცვლად, რომ გაეაზრებინა რა ხდება ქვეყანაში და ის, რომ სამი თვის მანძილზე ხან 200 ვიყავით აქ, ხან 30, ხან 50 არ ნიშნავს, რომ გადამწყვეტ დღეს, ისეთ დღეს, როგორიც არის დღეს ყველა გამოვა, ხვალ უფრო მეტი გამოვა. ჩვენ ვიცით როგორი ხელისუფლება გვყავს, რა ბოროტება ზის იქ, რომელიც მართავს ამ ქვეყანას და გავიგეთ. ახლა, მე ვფიქრობ რომ სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ, ახლა უნდა მივხვდეთ ჩვენ რისთვის ვართ, ჩვენ როგორ ვიდგებით ერთად.

ამ ახალგაზრდებმა სამი თვის განმავლობაში მთავარი მონაპოვარი მოგვცეს პოლიტიკოსებს - პროპორციული არჩევნები, მაგრამ არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ეს არის ის რომ ამ ახალგზარდებმა შეძლეს პირველსავე დღიდან, სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის, სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა იდეოლოგიური პარტიების ერთი მაგიდის ირგვლივ მოთავსება. ჩვენ შევძელით ეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ წინ გვაქვს მთელი წელი და აი, ამ ერთი წლის მანძილზე ძალიან ბევრ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. მთავარი ინსტრუმენტი დღეს რაც არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის ხელში, არის ერთმანეთს დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. დღეს მან დაინახა, რომ ეს ინსტრუმენტი ხელიდან გამოეცალა, დღეს მან დაინახა რომ ჩვენ ერთად ვართ, ყველანი ერთად მის წინააღმდეგ და ეს დღევანდელი შეხვედრა არის დასაწყისი იმის, რომ მთელი წელი დაუღალავად ვიშრომოთ იმისთვის, რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის მმართველობა.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ აქციაზე "ერთად ერთის წინააღმდეგ" ისაუბრა.

კომენტარები