სირცხვილია

ბოკერია: ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველა მისი ნაწილით საფრთხე შეუქმნა ჩვენს სამშობლოს

ივანიშვილის ხელისუფლებამ, ყველა მისი ნაწილით, ყველა მისი სახით - გახარიათი, ვოლსკით, ინაშვილით, კვიციანით, ამ კონგლომერატით პირდაპირი საფრთხე შეუქმნა ჩვენს სამშობლოს, იმითი რომ ის პრაქტიკულად ეხმარება პუტინის ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დამხობაში და ეს არის ეროვნული ამოცანა, ეს არის ეროვნული საფრთხე და ამ საფრთხეს ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტით და შემდეგ მათი დამარცხებით მშვიდობიან, სამართლიან არჩევნებში. რასაც არ უნდა ეცადოს ის, ჩვენი უპირატესობა უნდა იყოს იმხელა, რომ არც ერთი მისი აქამდე გამოყენებული უკანონო მეთოდი არ აღმოჩნდეს საკმარისი ამისთვის და ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, არა ჩვენი მოვალეობაა რომ ეს შევძლოთ და ჩვენი გუნდი "ევროპული საქართველო" მთელ საზოგადოებასთან ერთად სწორედ ამ ამოცანით იმუშავებს მთელი ეს ერთი წელიწადი. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

კომენტარები