გიგი უგულავა

უგულავა: პარტიები არ აიზილებიან ერთმანეთში

ამ ხალხის დაკვეთა არის ერთობა, მაგრამ ეს ერთობა იმას კი არ ნიშნავს, რომ პარტიები ერთ ქვაბში ჩავყაროთ იმიტომ, რომ ამ ხალხის მოთხოვნაა ასევე, რომ განსხვავებულობა უნდა შენარჩუნდეს - ვიღაცა მემარჯვენეა, ვიღაცა მემარცხენე, ვიღაცა ცენტრისტია, ვიღაცა რადიკალია, ვიღაცა ლიბერალია და ა.შ. მაგრამ, აქ ყველა ადამიანს აერთიანებს ერთი რაღაც - ერთად ერთის წინააღმდეგ. ეს ერთი არის ივანიშვილი - ოლიგარქი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის ეგზისტენციალურ პრობლემად იქცა უკვე ივანიშვილი.

ამიტომ, არის საკითხები, სადაც წარმოუდგენელი იყო ამ სამი თვის განმავლობაში [გაერთიანება] და მარტო ამიტომ მინდა ამ ხალხს მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ძნელია დასვა ერთად ის პარტიები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნება. ივანიშვილის გათვლა ამაზეა, რომ ერთმანეთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ვერ იტანენ, და ისინი ერთად ვერ გაერთიანდებიან. მაგრამ, მოხერხდა ეს ყველაფერი, მოხერხდა გაერთიანება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს. პარტიები არ აიზილებიან ერთმანეთში, მაგრამ პარტიები იქნებიან მკაფიო იმაში, რომ ივანიშვილს არ შეუქმნან მთავრობა. რაც უფრო დრო გავა და არჩევნები მოახლოვდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პარტიების რაოდენობა იქნება ბევრი.

20 სექტემბერს პარტია ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე "სირცხვილია" ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები