ალანია: არაეთიკურია ჩემგან უზენაესის გადაწყვეტილებების შეფასება, იქ ჩემი კოლეგები მუშაობენ

დღეს უზენაესი სასამართლო იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. იქ ჩემი კოლეგები მუშაობენ, ცხადია და მათი გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა ჩემთვის. ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, არაეთიკურია ჩემგან იმაზე საუბარი, რა მომწონს ან რა არ მომწონს უზენაესი სასამართლოს გადაწყვტილებებში და რას შევცვლიდი. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მე სააპელაციო დონეზეც მაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მოწონებული და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან განმარტებად იქნა მიჩნეული უზენაესი სასამართლოს მიერ. ამიტომ, მე ჩემს საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებ ჩემს კოლეგებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს მარტო არ მიიღება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები კოლეგიალურად იქნეს მიღებული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ, ეს 23 სექტემბერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ დავით მათიკაშვილის კითხვის საპასუხოდ თქვა. მათიკაშვილმა ალანიას ჰკითხა, რას შეცვლიდა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს მოუსმენს, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები