პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

კილაძე ბესელიაზე: თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულზე და არ ამბობს, თვითონ ხდება დამნაშავე

თუ მას [ბესელიას] ასეთი ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს არის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მისი არ გამჟღავნებით, თვითონ ხდება დამნაშავე. თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულზე და მით უმეტეს ასეთ მძიმე დანაშაულზე. თუ არ აქვს და ისე საუბრობს მხოლოდ, პოლიტიკურად, რაც მისი მხრიდან ხშირად მოგვისმენია, ეს არის უბრალოდ ჭორაობა და მეტი არაფერი. 

ქართული ოცნების დეპუტატმა, სოფო კილაძემ ეკა ბესელიას ის განცხადება შეაფასა სადაც ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თქვა, რომ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი გრძელდება, მათ შორის უმრავლესობის წევრების.

კომენტარები