ქართული ოცნება

ხიდაშელი: ივანიშვილმა 2011 წელს ზურაბიშვილზე თქვა, რომ მასთან არ შეიძლება ურთიერთობა

ბიძინა ივანიშვილმა პირველივე შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი გააკეთა. შემდეგ რა მოხდა, მე არ ვიცი. მე ვესწრებოდი იმ პირველ შეხვედრას 2011 წელს, როდესაც ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და მან [ივანიშვილმა] ზუსტი დიაგნოზი დაუსვა, რომ მასთან არ შეიძლება ურთიერთობა. რა შეიცვალა, მე არ ვიცი და ახლა ამაზე სპეკულირება მგონია, რომ არ არის ჩემი მხრიდან სწორი

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" ისაუბრა.

კომენტარები