გაბინაშვილთან გასაუბრება

გაბინაშვილი: გზაზე ხშირად მხვდება ისეთი კამერა, რომელიც არ ვიცი და მომდის ვიდეოჯარიმა

შემიძლია გითხრათ რომ ჩემ მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციული ოქმი არ არსებობს. ვიდეო-ჯარიმები მაქვს, ამას ვაღიარებ. ხშირ შემთხვევაში მხვდება ისეთი კამერა, რომ საერთოდ არ ვიცი, რომ იქ კამერა შეიძლება იყოს. მე არ ვამბობს, რომ შეიძლება მივდიოდე 200კმ/ს სიჩქარით, შეიძლება მივდიოდე 90კმ/ს სიჩქარით და დაშვებული იყოს 60 კმ/ს. მაგალითად, ხაშურიდან ბორჯომამდე სწორი გზა არის და მე ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა 90კმ/ს სიჩქარით მევლო და შეზღუდვა ყოფილა. მომივიდა ვიდეო ჯარიმა და გადავიხადე. არ ვამბობ, რომ ერთი იყო რამდენიმე შემთხვევა იყო. არასდროს არ დამიგვიანია გადახდა.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი პასუხობს დეპუტატის კითხვას მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც მის ბოგრაფიაში არის აღნიშნული.

კომენტარები