გეწაძე: ოჯახს ბევრი დრო დავაკელი, მაგრამ სწორი მართლმსაჯულება ღირს ოჯახის დროის შეწირვად

გეწაძე: მე შემიძლია საკითხების სამართლიანად გადაწყვეტა. ვფლობ შესაბამის საპროცესო უნარებს. ვფიქრობ, ანალიტიკურ უნარებსაც, რომ ჩავწვდე საკითხის ნამდვილ არსს, არა ზედაპირულ, არამედ ნამდვილ აზრს. ვფიქრობ, გამომივა, თუ გამომდიოდა, წესით უზენაეს სასამართლოშიც უნდა გამომივიდეს, თუ კი ამის შესაძლებლობა მექნება. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით წარიმართოს ჩემი მომავალი საქმიანობა, დაცული იყოს მხარეთა უფლებები, ადამიანის უფლებები, როგორც ინდივიდუალური, ისე საჯარო ინტერესი, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელია. მე არასდროს დამიკლია შრომა და ჩემს ოჯახური დროს ყოველთვის, ყოველთვის ვახმარდი სასამართლოს. იშვიათად, რომ შაბათ-კვირა მე გამიტარებია ჩემს ოჯახთან, მე ბევრი რამ დავაკელი ჩემს ოჯახს. მაგრამ არც ვნანობ, იმიტომ რომ ამან ძალიან კარგი შედეგი მომცა როგორც მოსამართლეს და თუ ეს საჭირო გახდება - ჩემი პირადი დროის მიძღვნა მართლმსაჯულებისთვის, მე არასდროს უკან არ დავიხევ, იმიტომ რომ გააზრებული მაქვს, რომ სწორი, სამართლიანი, ღირსეული მართლმსაჯულება ხშირად ღირს ოჯახის დროის შეწირვად

ეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კითხვის პასუხად თქვა. კითხვა ასე იყო ფორმულირებული:  "რა არის ის მთავარი კრიტერიუმი, რაც გაძლევთ უფლებას, თქვათ, რომ იმსახურებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე კარიერის გაგრძელებას?"

კომენტარები