ზურაბიშვილი: მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს გასავლელი და მხოლოდ ერთი პლანეტა - გადასარჩენი

ჩვენთვის ნათელია, რომ კლიმატის ცვლილება შეეხება ყველა ინდივიდს, ყველა ქვეყანას, ჩვენ უკვე ვგრძნობთ მის პირადპირ ეფექტებს და გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი პლანეტა, რათა ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც იცხოვრბენ. არის ტერიტორიები, რომლებიც უდაბნოდ იქცევა, ზღვის დონის აწევის შედეგად იტბორება ან ნადგურდება ქარიშხლების და ხანძრების შედეგად, რაც ახლახანს ვიხილეთ.

საქართველო კლიმატის ცვლილებაზე გაეროს კონვენციის სამუშაო ჩარჩოს წევრია და სრულად უჭერს მხარს კონვენციის მიზნებს, აღიარებს IPCC-ს დასკვნებს.

შესაბამისად, საქართველომ განაახლა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC) 2021-2030 წლების კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პარალელურად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2030 წლისთვის სათბური გაზების დონე 40 %-ით ნაკლები იქნება 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.

საქართველოს, როგორც მრავალ სხვა მცირე ზომის ქვეყანას, არ აქვს მასშტაბური მრეწველობა, რასაც სათბური გაზების გამოყოფა მოჰყვება. მაგრამ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენ ვგრძნობთ არსებულ ზეგავლენას და მისდამი ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენი მიზანია კლიმატის ცვლილების მიმართ მოქნილი საქართველო ავაშენოთ და შევამციროთ კლიმატით გამოწვეული დანაკარგები.

საქართველო კლიმატის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმყოფება. ჩვენ ვნერგავთ კლიმატის მიმართ მეგობრულ სტიმულებს ენერგეტიკის სფეროში. ასევე მხარს ვუჭერთ მწვანე ეკონომიკასა და ენერგოეფექტურ ინიციატივებს.

50 წლის წინ გვქონდა ოცნება და ადამიანმა მთვარეზე დაადგა ფეხი. არ დაგვავიწყდება, რამდენად რთული იყო ეს ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსების კუთხით და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა. ჩვენ ამას გავუმკლავდით.

დღეს ჩვენ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ახალი ოცნება გვაქვს. ეს ალბათ ყველაზე ამბიციური გლობალური პროგრამაა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუდგენია. ეს პროგრამა ორი სიტყვით შეიძლება შეჯამდეს: „დედამიწას დავუბრუნდეთ“. ჩვენ ყველას ერთი პლანეტა გვერგო მემკვიდრეობად და ქართველებს მშვიდობით გვსურს ამ პლანეტაზე ცხოვრება. ყველას უნდა გვახსოვდეს, მხოლოდ ერთი ცხოვრება გვაქვს გასავლელი და მხოლოდ ერთ პლანეტა - გადასარჩენი.

ღმერთი გფარავდეთ.

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ანმბლეის 74-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები