სალომე ზურაბიშვილი გაეროში

სესიაშვილი ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლაზე: მისგან მეტს ველოდი

ის არის ძალიან მაღალი დონის ორატორი და ამ კონტექსტში მისგან მეტს ველოდი. მას ჰქონდა ძალიან აკადემიური გამოსვლა, ის შეეხო სრულიად ყველა პრობლემას და გამოწვევას. არ დატოვა ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც ქვეყნის წინაშე დგას. [...] თუ აკადემიურად შევაფასებთ ქალბატონი სალომეს გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გამოსვლა, რომლითაც შეგიძლიათ სტუდენტებს ლექციაც კი წაუკითხოთ. მან ახსენა, რომ ინიციატივების დრო არის და ამ ნაწილში დამაკლდა მეტი ემოციურობა და მეტი პრინციპურობა. 

ასე შეაფასა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სეიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლა.

კომენტარები