კილაძე ბესელიაზე: დეპუტატი რომ ამას იკადრებს, მე არ ვიცი ამას რა დავარქვა, ვერ ვხვდები

აბსოლუტურად მიუღებელია. დეპუტატი კი არა ნებისმიერი ადამიანი რომელიც ასე მოიქცევა, ნუ არ ვიცი, დეპუტატი მით უმეტეს. არ ვიცი, ასეთი მაღალი ტრიბუნალი როგორიც პარლამენტი, დეპუტატი რომ ამას იკადრებს მე არ ვიცი ამას რა დავარქვა. ადამიანის უფლებების კუთხიდან, სხვა კუთხიდან, ადამიანური, მორალური კუთხიდან, ეს რა არის ვერ ვხვდები. 

ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა სოფო კილაძემ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ზარდიაშვილს ხელით შეეხო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები