ზარდიაშვილი: ეკა ბესელია ჩვეულებრივი მოძალადეა, თითქმის ყოველდღე ასეთს ვუყურებთ

ქალბატონმა ეკამ აჩვენა თავისი ნათელი სახე საზოგადოებას და ჩვენ სამსახურში მას თითქმის ყოველდღე ასეთს ვუყურებთ. ამას დაადასტურებს, როგორც აპარატი, ასევე კომიტეტის წევრები და სულ ყველა. საზოგადოების თვალში არის სხვანაირი და სამუშაო გარემოში სხვანაირი... ეკა ბესელია ჩვეულებრივი მოძალადეა და ის ყოველდღიურად ესე ცხოვრობს. მისთვის ეს გასაკვირი არ არის და მოსალოდნელი იყო. 

ვანო ზარდიაშვილი ტვ.პირველის ეთერში პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

კომენტარები