ჭიაბერაშვილი: ეროვნული ბანკი პირს ბანს ივანიშვილის მთავრობას

$1 = 3 ლარი ფსიქოლოგიური მიჯნაა საზოგადოებისთვისაც და მთავრობისთვისაც. მისი გადალახვა ახალი, კიდევ უფრო სავალალო ეტაპის დასაწყისია.

ეროვნული ბანკი, რომელიც აქამდე საპანიკოს ვერაფერს ხედავდა, 40 მილიონ დოლარს ყიდის.

ახსნა მარტივია: ეროვნულმა ბანკმა, როგორც ბოლო წლებშია, ახლაც პირი უნდა მობანოს ივანიშვილის მთავრობას.

არ გამოვა. სამწუხაროდ, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. ლარი ამ ფსიქოლოგიურ მიჯნას გადალახავს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეროვნული ბანკის მიერ 40 მილიონი დოლარის გაყიდვის დაანონსებაზე. სებ-ის გადაწყვეტილება ლარის ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურებას მოსდევს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები