მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: სოლიდარობა ბესელიას და ყველა ქალს, ამ ქვეყანაში ქალებზე ძალადობა უნდა დასრულდეს

ხელისუფლება ხედავს, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან შანტაჟს, ძალიან ბევრი გატყდა, ძალიან ბევრი დაიმალა, ძალიან ბევრმა ვერ გაუძლო, მაგრამ არიან ადამიანები, ასეთი ადამიანი არის ეკა [ბესელია] და მას ჩემი სოლიდარობა და ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ქალებზე ძალადობა. არ იგულისხმება მარტო შანტაჟი, არამედ აღმოჩნდა, რომ თურმე [ჩვენს ქვეყანაში] ქალზე ძალადობა ნორმალური ამბავი ყოფილა და ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.

კომენტარები