გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

ვასაძე: თუ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ, შეიძლება ჩემი თავისუფლება შეიზღუდოს

თავისუფლება აბსოლუტური არ არის. ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი უფლება იწყება. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მე თავისუფალი ვარ ჩემი ნების გამოვლენაში, აზრების გამოხატვაში, სიტყვის თავისუფლებაში, რადგან როგორც კი ეს შეურაცხმყოფელია ვინმესთვის ან ამით მე ჩრდილს ვაყენებ, ჩემი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ჩრდილს ვაყენებ ვინმეს, იქ შეიძლება ჩემი თავისუფლება სხვისი უფლებების ხარჯზე შეიზღუდოს. 

ასე პასუხობს კითხვაზე "რა არის თქვენთვის თავისუფლება" უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, მთავარი პროკურორის მოქმედი პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე. 

კომენტარები