პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: შეწყალება არ არის გამართლება, ის ეხება არა ანგელოზებს, არამედ დანაშაულ პირებს

მივიღე გადაწყვეტილება ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება, ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცოტა, მე მგონი, რაღაცა ცნებების არევა და შეწყალება, კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, ეს არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დანაშაულ პირებს. ეს არის სიტუაცია, რაშიდაც ვიმყოფებით

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმის შესახებ საუბრობს.

კომენტარები