მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: არ მინდა ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა

ჩემი აზრით პუტინის გეგმა მარტივია, მას სურს ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს საპარლამენტო არჩევნებით, საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი და კიდევ დაასუსტოს საქართველო.

რუსეთს აქვს თეორიად, რომ უნდა შემოიერთოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ფსევდო მართლმადიდებლური თეორიით. ისინი [რუსეთი] აპირებენ შემოიერთონ სომხეთი, საქართველო, მოლდოვა,ბელარუსი და უკრაინის უმეტესი ნაწილი და იტყვიან, რომ ეს არის ახალი მართლმადიდებლური ნიშნით შეკრული რაღაც კავშირი.

პუტინი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენით, ის სამუდამოდ დარჩება რუსეთის მმართველად.

სულ არ მინდა რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა, ვთქვი რომ დაგვესმხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა...

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე გადაცემა - "მთავარი აქცენტებში"

კომენტარები