ევროპული საქართველო

ბოკერია: ვარდების რევოლუციის მიღწევებისა და ჩავარდნების მემკვიდრე ჩვენ ვართ

[მიხეილ სააკაშვილი] მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს. ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა. ვარდების რევოლუციის, როგორც დიდი მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე დღეს არის ევროპული საქართველო, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს გამოეხმაურა მის შესახებ. სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

კომენტარები