მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

კაპანაძე სააკაშვილზე: ძალიან მძიმე სანახავია ამ რიტორიკის მქონე მესამე პრეზიდენტი

ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერტარიანული ღირებულებები გვაქვს ერთადო - ტყუილი!

მალე ჩამოვდივარო - მორიგი ტყუილი!

ბოკერია ქრისტიანი არ არისო და მე ვარო - ფსკერი!

დავით აღმაშენებლისთვის თავის შედარება - უკომენტაროდ!

პრემიერობა გინდაო? - უპასუხოდ...

სმარტფონებით მოსამართლეების არჩევა არ მითქვამსო - მოკლეფეხებიანი ტყუილი.

მოკლედ, ვისაც ვარდების რევოლუციის ღირებულებებზე მდგომი პრო-დასავლური პარტია უნდა ქართული ოცნების სამარცხვინო, დამანგრეველი და მოღალატეობრივი მმართველობის შესაცვლელად, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი არჩევანია - ევროპული საქართველო.

ამას კიდევ ბევრჯერ ვნახავთ არჩევნებამდე.

პ.ს. მართლა ძალიან მძიმე სანახავია ამ რიტორიკის მქონე მესამე პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროს საქართველომ უდიდესი პროგრესი განიცადა და თანამედროვე სახელმწიფოდ შედგა. ძალიან სამწუხაროა.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის 29 სექტემბრის ინტერვიუს შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარ არხთან ინტერვიუში გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

კომენტარები