თურნავა ლარის კურსზე: არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს

მინდა გავიზიარო ჩემი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან მიმართებით. ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დროდადრო არის გამოწვევა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პროცესით. არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს. აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტენდენცია გამყარების დაიწყო. ეს ტენდენცია იქნება მზარდი და განვრცობადი

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურების მორიგი ანტირეკორდის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა - შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.9552 ლარია, 1 ევროსი - 3.2286 ლარი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები