სააკაშვილი-ბოკერია

სამადაშვილი: რაც მეტად დაასხამს ტალახს ერთმანეთს ოპოზიცია, ნაკლებ საინტერესო გახდებიან

რაც უფრო მეტ დროს დაუთმობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთზე ტალახის დასხმას, მით ნაკლებად საინტერესო გახდებიან ქართველი ხალხისთვის. ქვეყნის მომავალი პირადი ამბიციების დასაკმაყოფილებელი საჭიდაო მოედანი არ არის. არც ქართველი ხალხია, სულელი. ფრთხილად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად "მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია", ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია.

კომენტარები