ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: ეკლესიაზე საუბარი და ის, რომ ვინმე მართლმადიდებელია, "ტეხავს"?

ეკლესიაზე საუბარი და ის, რომ ვინმე მათ შორის მართლმადიდებელი ქრისტიანია, ეს "ტეხავს" და არ შეიძლება? მე თუ ვიტყვი ახლა რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, ეს სხვა რომელიმე რელიგიას შეურაცხყოფს ვაყენებ? მართლა არ მგონია ასე და რაღაც აპოკალიფსს ნუ ხატავთ. სპეკულაცია კი არ იყო, სააკაშვილს ჰკითხეს ბოკერიასთან დაკავშირებით და უპასუხა და 40 წამში ამოწურა ფაქტობრივად ეს თემა. სააკაშვილი არ დამდგარა და ბრიფინგი არ მიუძღვნია ამ თემისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა, ეს ტვ პირველის ეთერში თქვა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი და ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია

კომენტარები