მიხეილ სააკაშვილი

გიორგი ლომია: სააკაშვილს უნდა, ნიშა წაგვართვას

მეცინებოდა, როცა სააკაშვილს ვუსმენდი, როგორი კონსერვატორია, ქვეყანაზე მზრუნავი პოლიტიკოსია და როგორ ადვილად გადააბრალა ბოკერიას ის ყველაფერი, რის გამოც პრეტენზიები წაუყენეს. თურმე, სააკაშვილი ეკლესიის ამშენებელი ყოფილა და 2005 წელს, ეკლესიაში სხვა რომელიღაც პარტიის წარმომადგენლები შევარდნენ. ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, როცა მისგან მორიგ ტყუილს ვისმენთ. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი პრორუსულ ძალას ამზადებს და ეს ძალა “პატრიოტთა ალიანსია”, ეს არის ტყუილი და სისულელე. არგუმენტი არ არსებობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალაა. არსებობს იარლიყი და გასროლილი სიტყვა. რომელი ძალა არის ქართული? – გვყავს, პროდასავლური პარტიები და იარლიყმიკერებული პრორუსული პარტიები. თუ პრორუსული ძალა ვართ, როგორი უნდა იყოს ქართული ძალა? ქართული ძალა არ იქნება იმის მომხრე, რომ რუსეთთან დიალოგი აწარმოოს? პოლიტიკური ძალა ომის მომხრე უნდა იყოს, რომ მას პრორუსული არ დაერქვას? სააკაშვილს უნდა, წაგვართვას ის ნიშა, ხალხის მხარეს იდგა, ხალხს მოსწონს – კონსერვატიზმი, ტრადიციები. ამის წართმევა უნდა და შიშველი პარტიის დატოვება, რომელსაც პრორუსული ერქმევა. ამ ტრადიციების გამანადგურებელი 2004 წლიდან 2012 წლამდე ვინ იყო? – მიხეილ სააკაშვილი. მას ბოკერიაზე გადაბრალება არ გამოუვა, თავად იყო გამანადგურებელი ეკლესიების, ასევე ქართული ტრადიციების

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, პირველი არხის ცნობით. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი და ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია

კომენტარები