ინტერვიუ სააკაშვილთან

ვაშაძე სააკაშვილის ინტერვიუზე: მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი

რაც შეეხება პრეზიდენტის ინტერვიუს, არ მეგონა, რომ ამის გადათარგმნა მომიწევდა, ან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თეზისობრივად რომ გავყოთ, ძალიან მარტივად ვიტყვი.

პირველი - საქართველოში დაბრუნდება, თუ დაიწყო ჩვენი სამხედროების დაპატიმრება, რაც სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

მეორე - როდესაც ასჯერ შეგეკითხებიან და მით უმეტეს ადამიანებზე, რომლებიც 2 წელია თავზე ლაფს გასხამენ და უშველი სიტყვებით მოგიხსენიებენ, ერთი გვარი ახსენა და თქვა, რომ ჩვენში განსხვავება ის არისო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია, რომ მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი, ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა, რომ ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები.

მესამე - საერთოდ მოვეშვათ თბილისის ქვიშის ორმოში თამაშებს, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო და მოქალაქე არის გაუსაძლის პირობებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის 29 სექტემბრის ინტერვიუს შესახებ TV პირველის ეთერში საუბრობს. ყოფილმა პრეზიდენტმა მთავარ არხთან ინტერვიუში გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლად და ანტიქრისტიანად გამოაცხადა და თქვა, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია.

კომენტარები