გია ნოდია

ნოდია სააკაშვილზე: თავისი ქმედებებით ივანიშვილს რომ ეხმარება, ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა

მიშა [სააკაშვილი], როგორც პოლიტიკოსი, რომ მარგინალიზაციიკენ მიდის, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თავისთავად ეს მისი პრობლემაა (ან მისი ტრაგედიაა), მაგრამ თავისი ქმედებით ის ძალიან ეხმარება ბიძინას [ივანიშვილი], 2020 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს. ეს უკვე ყველა ჩვენგანის პრობლემაა

პოლიტიკური მიმომხილველი გია ნოდია ამ პოსტს Facebook-ზე აქვეყნებს. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარის ეთერში თქვა, რომ მასა და ყოფილ თანაგუნდელ, ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური სხვაობაა, რაც მისი თქმით, იმაში გამოიხატება, რომ თავად მართლმადიდებელია და ჯვარი კიდია, ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია.

კომენტარები