რა საკითხები ვერ მოხვდა ადამიანის უფლებების კომიტეტის 2018 წლის ანგარიშში - სერგი კაპანაძე

სოფო კილაძემ წარმოადგინა 2018 წელს ადამიანის უფლებების კომიტეტის ანგარიში.
ამ ანგარიშში არ არის ნახსენები:

- მაჩალიკაშვილი
- მუხთარლი
- ხორავას საქმე
- საარჩევნო უფლებები
- ლგბტ უფლებები
- შშმ პირების უფლებები
- დევნილების უფლებები
- ძალადობრივი ჯგუფების მიერ დარღვეული უფლებები
- სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

იმხელა აცდენაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის მოხსენებასთან, რომ გეგონებათ, ისლანდიის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ანგარიში მოვისმინეთ.

ვეკითებით, ლევან ჯიქურის მდგომარეობით თუ დაინტერესდა და თუ იყო მასთან ციხეში. არ გვპასუხობს.

ვეკითხებით მაჩალიკაშვილზე. გვპასუხობს, რეკომენდაცია გავეცით, რომ გამოძიება დასრულდესო.

ვეკითხებით ია კერძაიას საქმეზე. გვეუბნება, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთო. ოღონდ გამოძიება მორჩა.

როდესაც ვეუბნებით, რატომ არ არის ეს საკითხები ასახული კომიტეტის საქმიანობის ანგარიშშიო, გვეუბნება, რომ შინაარსში ნუ შევდივართო.

#სირცხვილია

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც ადამიანის უფლებების კომიტეტის 2018 წლის ანგარიშში ვერ მოხვდა. ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დღეს წარადგინა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები