მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ტრადიციების სულ პატივს ვცემდი, კონკორდატი ჩემი ინიციატივით გაფორმდა

მეგობრებო, ტრადიციულობა და ქართული ტრადიციების პატივისცემა ეს იყო ის, რასაც ყოველთვის მე მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ახლა ვიღაცებისგან გავიგე, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინა [ტრადიციებიო]. უკაცრავად, საქართველოში კონკორდატი გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა. დიახ, მე ვარ ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, ძალიან სერიოზულ ქართულ ძირძველ ტრადიციებზე.

დიახ, არის ერთი ჯგუფი პოლიტიკოსების საქართველოში, რომელიც დასცინის ყველაფერ ქართულს, აბაიბურებს და რაღაც ეს "სვეცკურად" ზემოდან უყურებს იმ ხალხს, რომელსაც ჯერათ თავისი ტრადიციების და თავისი მრწამსის. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი პირდაპირ აკეთებს პუტინის საქმეს, მეგობრებო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად ხელში უგდებს ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ვასაძეს, ინაშვილს და სხვა პირდაპირ აგენტებს, საქართველოს მტრებს. იმიტომ, რომ არაფერ კავშირში არ არის რუსეთის აგენტები და ჩვენი ფასეულობები და ჩვენი ღირებულებები.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 აგვისტოს Facebook ვიდეომიმართვაში თქვა.

კომენტარები