ქართული ოცნება

წულუკიანი: იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც გვაქვს, ოცნებამ მაქსიმუმი გააკეთა

მე ვფიქრობ რომ ის დაპირებები, რომელიც გაიცა 2012 წლის არჩევნებისთვის, უმრავლესობა მათგანი შეძლებისდაგვარად არის შესრულებული. არ არსებობს პოლიტიკური დაპირებები, რომლებიც 100%-ით სრულდება, რადგან, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, შენ რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ. მთავარი არის ის რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იყო ყოველთვის თავისი ღირებულებების გულწრფელი ერთგული...

რაც შეეხება ეკონომიკასა და სხვა პარამეტრებს, აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის. შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის გააკეთა მაქსიმუმი.

თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები