მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ არ იცის რა არის ინფრასტრუქტურა

მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ივანიშვილს ჰგონია, ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ, რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოთ კერძო კომპანიებს, თუ რა სახის კორუფციაა ინფრასტრუქტურის სისტემაში. ტენდერები არ ტარდება გამჭირვალედ.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წევრების წარდგენის შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები