ცქიტიშვილი: კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს, თუ საჭირო გახდება, კარგად ავაშენებ პორტს

რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს.

მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ, მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას.

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს. მის განცხადებას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები