მამუკა ხაზარაძე: ხაჭაპური მეც გამომიცხვია, ხორციც შემიმწვავს

არანაირი განზრახვა, ვიღაცის სქესობრივი თვალსაზრით ხაზგასმის ან შეურაცხყოფის მიყენების არ მქონია. მე ის კაცი ვარ, რომ შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო თუ ბოდიში მაქვს მოსახდელი. არანაირი განზრახვა და თვითონ შინაარსი ამაში არ ყოფილა. აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ხაჭაპური როგორც ეროვნული პროდუქტი, რომელიც თითოეულ ოჯახში მზადდება, ქალებიც აკეთებენ, კაცებიც აკეთებენ, პირდაპირ გეტყვით მეც გამომიცხვია, ხორციც შემიწვავს.

დღეს, ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა" და "შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს".

კომენტარები