ხაზარაძის თანაგუნდელი ლანა გალდავა: საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს იყო სექსისტური განცხადება

სექსისტური განცხადებები, საერთოდ, დამახასიათებელია ქართული ოცნებისათვის და მე ძალიან ბევრი სექსისტური განცხადება მახსოვს და სხვათაშორის, ქალბატონი მაია ცქიტიშვილის, როგორ ვთქვა ახლა არ ვიცი, მინდა მოზომილი განცხადება გავაკეთო, არაეთიკური და შეიძლება ცოტა უტაქტო განცხადებაც ქალბატონ ეკა ბესელიასთან მიმართებაში. ასე რომ მამუკა ხაზარაძეს ბევრად უფრო ნაკლები განცხადება აქვს დღეს გაკეთებული და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს იყო სექსისტური განცხადება

მამუკა ხაზარაძის ლელოს წევრი, ლანა გალდავა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებაზე რუსთავი 2-თან საუბრობს. ლელოს დამფუძნებელმა თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა" და "შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები