ქუცნაშვილი: რაც 20 ივნისს მოხდა, მე ამას ქაჯობა ვუწოდე

ის რაც 20 ივნისს მოხდა, მე ამას ქაჯობა ვუწოდე, მოგეხსენებათ. იმიტომ, რომ როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოს ინტერესების გასატარებლად და ამას ნაცვლად გამოყენებისა, არბევ ეს ქაჯობაა ჩემი აზრით. სულ, რომ მარტო დავრჩე საკუთარი სინდისის წინაშე ამაზე პოზიციას არ შევცვლი. პასუხი უნდა მოსთხოვონ იმ ქაჯებს, ვინც ეს ძალადობა წამოიწყო.

ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი რომელიც საქართველოში " მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას" და შესაბამისად სერგეი გავრილოვს მასპინძლობდა ამბობს, რომ ის რაც 20 ივნისს მოხდა ქაჯობა იყო. გავრილოვის ჩამოსვლას და პარლამენტის თავჯდომარის სკამში ჩაჯდომას მოჰყვა სწორედ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.

კომენტარები