მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რატომ დადიოდა ტრამპი ჩემთან ერთად? - ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება

ტრამპი ბათუმში რომ ჩამოვიდა, თქვა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქი 5 წლის შემდეგ და მან ეს ჩემთან კი არ თქვა, არამედ ამერიკულ არხებთან. აი, თქვენ რეკლამა. 

რატომ ჩამოვიდა ის? იმიტომ, რატომაც ის ჩვენ გვაქებდა, ჩამოდიოდა, მე მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება. 

როდესაც ის მორიგჯერზე იბრძოდა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, მას სურდა, ასოცირებული ყოფილიყო წარმატებებთან. და ის ყველგან ამბობდა, რომ "მე ვიცნობ სააკშვილს", "ის ისეთი მაგარი ტიპია", "მე ვიყავი ბათუმში, საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში", "მათ განათლების საუკეთესო სისტემა აქვთ" და ა.შ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ ოდესის ოლქში უკრაინელ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები