ბაქრაძე: ვისურვებ, რომ თითოეული თბილისელის ოჯახში იყოს სიკეთე, მშვიდობა, კეთილდღეობა

თბილისობა არის დღესასწაული, რომელიც აჩვენებს, რამდენად გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს ქალაქს, თბილისს საქართველოს ცხოვრებაში. ამიტომ, მინდა, პირველ რიგში, თითოეულ თბილისელს და მათთან ერთად თითოეულ ქართველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ერთადერთი ქალაქის, თბილისის დღესასწაული და ვისურვო, რომ თითოეული თბილისელის ოჯახში ყოფილიყოს სიკეთე, მშვიდობა, კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე მოსახლეობას თბილისობის დღესასწაულს ულოცავს. თბილისობა 2019 5-7 სექტემბერს იმართება
მოკლე ბმული: