წულუკიანი ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე: ვისურვებდი რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდეს

თუ ინფორმაციის გამავრცელებელ თანამშრომელ ქალს აქამდე არ მიუმართავს პროკურატურისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გუშინ, როდესაც მან საჯაროდ გამოაქვეყნა ცნობები, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და რა თქმა უნდა, მე მჯერა რომ ასეც იქნება და შემდეგ, როგორც თავად მაჟორიტარს, ასევე მსხვერპლს სავარაუდო დანაშაულის, ექნებათ შესაძლებლობა რომ თავიანთი არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს ინფორმაციები არ დადასტურდეს, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ იმდენად კონკრეტული და იმდენად ფაქტებით და თარიღებით დასაბუთებული ინფორმაცია იყო, რომ ჩემი აზრით, გამომძიებელს მოუწევს, ძალიან სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. თუმცა ვნახოთ, რა იქნება შედეგი. 

ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანამშრომლის განცხადებას, რომ დეპუტატმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გაუპატიურება სცადა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები