პატრიარქის ქადაგება

ილია II: ახალგაზრდები თავს იკლავენ... მღვდელს უნდა აკურთხებინოთ სახლი, კარმიდამო

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ  ფრთხილად უნდა იყოთ. ყოველდღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა.

კომენტარები