იონათამიშვილი: ეს იყო ვანიკო ზარდიაშვილის ღირსების არჩევანი, ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას

ეს იყო ვანიკო ზარდიაშვილის ღირსების არჩევანი, რომელსაც მე პატივს ვცემ. ჩვენ გვქონდა კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით და მე არ ვიყავი მომხრე, გულწრფელად გეტყვით, რომ მას დაეტოვებინა საქართველოს პარლამენტი. მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და როცა შენთვის მთავარია, რომ შენი ოჯახი, შენი მცირეწლოვანი შვილები არ უყურებდნენ უსამართლო ლანძღვას მათი ოჯახის წევრის მიმართ, როგორც ჩანს, სხვა გადაწყვეტილება ასეთ დროს არ რჩება. მე პატივს ვცემ ცხადია მის გადაწყვეტილებას, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას და ასე იქნება ბოლომდე. სხვა ყველაფერი არის დროებითი რასაკვირველია. მთავარი არის ის, რომ ვანიკო რჩება ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად და ჩვენ კიდევ ბევრ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილი მედიასთან ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებაზე საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები