თალაკვაძე: ზარდიაშვილი მის მიმართ მიმდინარე ნეგატიურ კამპანიაზე ბევრად მაღლა დადგა

ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება. წელზე მეტია მის მიმართ იყო ნეგატიური კამპანია, რომელსაც ყავდა არაერთი მონაწილე ოპოზიციიდან. რეალურად, ამ გადაწყვეტილებით ვანო ზარდიაშვილი დადგა ბევრად უფრო მაღლა, ვიდრე ის ნეგატიური კამპანია, რაც მის მიმართ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ხდება ასე, როდესაც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის გზით შესაძლებელია, ერთი ადამიანი ამოიჩემო, ხშირად ეს ხდება უსამართლოდ და ამ შემთხვევაში ვანო ზარდიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ მისთვის, ჩვენთვის, გუნდში, არის ერთი მთავარი ღირებულება - არცერთი თანამდებობა არ არის თვითმიზანი.

პარლამენტის თავმჯდომარე გადაცემაში "360 გრადუსი" ეხმაურება ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები