გიგი უგულავა

უგულავა: ამ ქვეყანაში თუ ივანიშვილის მონა ხარ, შეიძლება პინგვინიც გახდე დეპუტატი

დიპლომის პრობლემა ჰქონდა ფარცხალაძეს, რომელიც ასევე პროკურორი იყო, გვახსოვს დიპლომის პრობლემა კალაძის ცოლის ძმაზე, რომელიც მერიის მაღალჩინოსანი გახდა და ნაყიდი ჰქონდა დიპლომი. გვახსოვს ანალოგიური პრობლემა ქალბატონ თეა წულუკიანზე და ახლა ბოლოს, სიმბოლოდ იქცევა ეს ყველაფერი, ჩვენ მივიღებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც აქვს გაყალბებული იურისტის დიპლომი.

ამ ქვეყანაში თუ ხარ ბიძინა ივანიშვილის ახლობელი და თუ ხარ მონა და ჩმორი, შეიძლება პინგვინიც, ზებრაც, ცხენიც გახდეს დეპუტატი.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ TV პივრელის ეთერში ისაუბრა. ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, მოქმედ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

კომენტარები