ტაქსების რეგულაცია

მერმა გაძვირებული ტაქსები უშუქობის დროს სანთლების გაზრდილ ფასებს შეადარა

მე ყოველთვის მახსენდება, [როდესაც] ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და აჭარაში მოხდა ძალიან მძიმე დაზიანება, ყველაფერი გაითიშა. მთელი აჭარა იყო ჩაბნელებული. რამდენიმე დღის განმავლობაში მთავარი გადამცემი ხაზები, ძირითადი და სათადარიგო - ყველაფერი გაწყდა. აი, საოცრება მოხდა. 4-5 დღის განმავლობაში ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდებოდათ და მაშინ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გაზრდილი იყო სანთლის ფასი. ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იყო? იგივე მოხდა ტაქსებთან მიმართებაში.

ესე იგი, პირველ დღეს, დაახლოებით, A კატეგორიაში დარეგისტრირებული იყო 2000-მდე ტაქსის მძღოლი. დღეის მდგომარეობით არის 7500. არ გაძვირდება [ტაქსის ფასი], ეს დაბალანსდება.

 

თბილის მერმა კახა კალაძემ 8 ოქტომბერს ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში თქვა.

კომენტარები